ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ პოლონეთის “ლეხთან” შინ გამარჯვება პრესტიჟის საქმეა და მისი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. მან ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გია გეგუჩაძე: “დიდი ანგარიშით წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, “სლოვანთან” მარცხის შემდეგ ბიჭების განცდები იყო. ფეხბურთი ემოციური თამაშია და ემოციებისგან დაცლილი ადმიანი ძნელად შეძლებს წარმატების მიღწევას. ისევ მეიმედება ამ ბიჭების და მჯერა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს.
იმედია, რომ განწყობა სათანადო იქნება. ხვალ გამარჯვება პრესტიჟის საქმეა, მე რასაც ვხედავ, ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან, ყველაფერს პასუხი გაეცემა მოედანზე.
ყველა მარცხსა და გაშვევებულ გოლზე პასუხიმგებელია მწვრთნელი და ვამბობ, რომ არც წარსულში და არც დღეს, მე მარცხი თუ გაშვებული გოლი ერთი ფეხბურთელი არასოდეს დამიბრალებია. ეს ჩემთვის უჩეულოა. მინდა გამოირიცხოს მითქმა-მოთქმა. ლაზარე კუპატაძის საფეხბურთო მონაცემებში ეჭვი არავის ეპარება, ის ერთ ერთი საუკეთესოა საქართველოში. ჩემსა და ლაზარეს შორის საუბარი შედგა, რომლის შინაარსი ჩვენს შორის დარჩება. მინდა მას მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ კარიერაში.
პაატა ღუდუშაური ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. იმედია, გააძლიერებს გუნდს. ის ეჭვები გაიფანტება მას შემდეგ, რაც თავის სიტყვას იტყვის და თამაშით დაამტკიცებს, რომ ღირსეული წევრია ჩვენი გუნდის”.
“ლეხმა”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან. პოზნანში ბათუმის “დინამო” 5:0 დაამარცხა. “დინამო” – “ლეხის” შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.





