“სტიაუას” მწვრთნელი: “ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან კარგ გუნდს ვხვდებით”

0
47

ბუქარესტის “სტიაუს” ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკოლაე დიკა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ თბილისის “საბურთალოსთან” ძალიან რთულ მატჩს ელოდება და მისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნნელოვანია. მან ამის შესახებ ხვალ ბუქარესტში გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ნიკოლაე დიკა: “მიხარია, რომ ისევ მაქვს ამ გუნდის გაწვრთნის შანსი, რომელიც ყოველწლიურად ჩემპიონობისთვის ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. ეს ჩემთვის განსაკუთრებული რამაა. მნიშვნელოვანი თამაშის წინ მოვედი და მინდა, სწორად დავიწყო. არ ვაქცევ ყურადღებას იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდ კომენტარებს აკეთებენ, ჩემთვის მთავარია ჩემი იდეების განხორციელება შევძლო.
ზოგადად, ამბობენ, რომ მწვრთნელები ფულისთვის მოდიან, მაგრამ ჩემთვის ფული ბოლო ადგილზე იყო, ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზნების მიღწევა. ორშაბათს გვიან ღამემდე ვესაუბრე ჯიჯი ბეკალის და შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს გარკვეული რისკიც არის, რაზეც წავედი, რადგან ცხოვრებაში თუ არ რისკავ, ვერაფერს აღწევ.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვაქვს, ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან კარგ გუნდს ვხვდებით, მაგრამ მოედანზე მომდევნო ეტაპზე ფიქრით უნდა გავიდეთ. მე გუნდში ერთიანი ჯგუფი მჭირდება და არა ინდივიდები”.
“საბურთალომ” 21 ივლისს თბილისში გამართულ პირველ მატჩში “სტიაუა” 1:0 დაამარცხა. ხვალ ბუქარესტში მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.