იაკობიძისთვის სეზონი დასრულდა

0
47

გიორგი იაკობიძე მიმდინარე სეზონში თბილისისს „ლოკომოტივს“ ვერ დაეხმარება. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 წლი თავდამსხმელმა წინა ჯვარედინი იოგების ოპერაცია გაიკეთა და მის რეაბილიტაციას ხანგრძლივი დრო დასჭირდება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი „ლოკომოტივის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან ირიცხება. მან მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.