ავსტრალია მუნდიალზე მეხუთედ ითამაშებს

0
55

ავსტრალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
აზიის ზონის პლეი-ოფის ფინალში გრემ არნოლდის გაწვრთნილი ავსტრალიელები კატარის დედაქალაქ დოჰაში პერუს შეხვდნენ და მატჩის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში ავსტრალიელებმა 5:4 გაიმარჯვეს.
ავსტრალიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მუნდიალზე მეხუთედ გავიდა. მანამდე, „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენლებმა მსოფლიო პირველობაზე 1974, 22006, 2010, 22014 და 2018 წლებში ითამაშეს. ავსტრალიის ნაკრები ჯგუფიდან მხოლოდ ერთხელ 2006 წელს გავიდა და 1/8-ფინალში მომავალ მსოფლიო ჩემპიონ იტალიასთან 0:1 დამარცხდა.
კატარში გასამართ მუნდიალზე ავსტრალია D ჯგუფში დანისთან, საფრანგეთთან და ტუნისთან ერთად მოხვდა.