ხვიჩა კვარაცხელიასთვის 4 თამაშში 10 ქულის აღება ცუდი შედეგა არაა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის აზრით, ჯერ მთავარი მისია არ შეუსრულებიათ. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-4 შეხვედრაში თბილისში ბულგარეთთან 0:0 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: „ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ 4 თამაშში 10 ქულა ჩემი აზრით ცუდი შედეგი არ არის. მთავარი მისია ჯერ არ შეგვისრულებია, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. სექტემბრისთვის ძალიან მაგრად უნდა მოვემზადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ ფაზაში სიმწვავე დაგვაკლდა. ასეთ გუნდებთან, რომლებიც დაცვიდან გვეთამაშებიან, ერთი მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი ატმოსფეროს შექმნისთვის. მათი მხარდაჭერა ჩვენ დიდ მოტივაციას გვაძლევს. ყველას დიდი მადლობა, ვინც დღევანდელ მატჩზე მოვიდა“.




