გიორგი წიტაიშვილის მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაში შინ ბულგარეთთან 0:0 დასრულებულ მატჩში მეტი შეეძლო.
გიორგი წიტაიშვილი: „კმაყოფილი ვართ განვლილი ოთხი მატჩით, თუმცა, დღეს მეტი შეგვეძლო. ბულგარეთმა დაცვაში კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიმართლა. თუმცა, არაუშავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეკრება იყო, ვიგრძენით და გვჯერა, რომ მოგება შეგვიძლია. კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი მაქვს და ამ მხრივ ცოტა რთული სიტუაციაა, ამიტომ, ჯერ არ ვიცი სად ვითამაშებ, მაგრამ ჯერ დრო მაქვს“.
ბექა მიქელთაძე: “ყოველთვის მზად ვარ, რომ ნაკრებში ჩამოვიდე, არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა. ნაკრებთან ერთად ყოფნა და მხოლოდ ვარჯიშიც ძალიან დიდი მოტივაციაა. არაჩვეულებრივი მატჩები ჩავატარეთ თუ ოთხივე შეხვედრას შევაჯამებთ და იმედია, რომ ასე გავაგრძელებთ“





