ბულგარელთა მწვრთნელი: „შედეგი მისაღებია“

0
26

ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ გეორგი ივანოვისთვის, საქართველოს ნაკრებთან სტუმრად მატჩის ფრედ დასრულება მისაღები აღმოჩნდა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მეოთზე ჯგუფში თბილისში უგოლოდ დამთავრებული შეხვედრის მერე განაცხადა.
გეორგი ივანოვი: „ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, 5 უძლიერესი მოთამაშე აკლდა. ჩვენი მონახაზი იყო, კონტრშეტევებზე გვეთამაშა და მეტოქის სისუსტეებით გვესარგებლა. ასეთ გახლდათ ჩვენი ტაქტიკა.
მოვახდინეთ თუ არა რეაბილიტაცია შინ დიდი ანგარიშით წაგებისთვის? დღევანდელი შედეგი, დანაკლისის გათვალისწინებით, მიუღებელი არ იყო. საკადრო პრობლემების გამო, შევეცადეთ, დაცვა მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა.
საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელმაც რაზგრადში მოგვიგო. ამის და იმ ფაქტებიდან თუ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელშიც მოგვიხდა თამაში, ფრე მისაღები შედეგია.
კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, რომლის თანადგომითაც ნედელევს სწრაფი რეაბილიტაციის საშუალება მიეცა. ტოდორი უკვე კონტაქტურია, აქ ნაკრების ექიმი დარჩება. ორშაბათს მისი ოჯახის წევრები ჩამოვლენ. დღეს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”.