შენგელიას 11 ქულა და მარცხი ფინალური სერიის პირველ მატჩში

0
49

იტალიის სერია A-ს ფინალური სერია დაიწყო. სამწუხაროდ, თორნიკე შენგელიას “ვირტუს სეგაფრედომ” საშინაო შეხვედრა მილანის “ოლიმპიასთან” წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 28:27 მოიგეს. მატჩის ბედის განმსაზღვრელი კი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც მილანელებმა 9-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს. დასკვნით მეოთხედში “ვირტუსმა” იბრძოლა, თამაშის მიწურულს სხვაობა 2 ქულამდეც დაიყვანა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო. შეხვედრა საბოლოოდ მილანელთა 4-ქულიანი გამარჯვებით – 66:64 დასრულდა.
შენგელიამ 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანიდან ვერცერთი ჩააგდო. თორნიკემ 4 ბურთი დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ფინალური სერიის მომდევნო დაპირისპირება 10 ივნისს გაიმართება და მასპინძელი კვლავაც “ვირტუსი” იქნება. იტალიის სერია A-ს შარშანდელი ფინალიც “ვირტუსსა” და “ოლიმპიას” შორის გაიმართა და მაშინ სერიაში დამაჯერებელი გამარჯვება ბოლონიელებმა იზეიმეს (4-0).