ოფიციალურად: გატუზო „ვალენსიაში“ მამარდაშვილს გაწვრთნის

0
42

„ვალენსიას“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ჯენარო გატუზო გაწვრთნის. ესპანური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ექსნახევარმცველმა კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნიამდე გააფორმა.
გატუზო 2021 წლის მაისში სათავეში ფლორენციის „ფიორენტინას“ ჩაუდგა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო თანამდებობა იმავე წლის ივნისში დატოვა.
მას კარიერის განმავლობაში ასევე „მილანში“, „ნაპოლიში“, შვეიცარიის „სიონში“, „პალერმოში“ და „პიზაში“ უმუშავია, ხოლო ბერძნულ კრეტას ოფი-ში გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის მწვრთნელი იყო.
სამწვრთნელო ასპარეზზე 44 წლის იტალიელის ყველაზე დიდი მიღწევა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასის მოგებაა.
გატუზომ „ვალენსიაში“ ხოსე ბორდალასი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ლა ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო თასის ფინალში „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.