მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთ საგზურს ავსტრალია და პერუ გაითამაშებენ

0
42

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კიდევ ერთ საგზურს ავსტრალიისა და პერუს ეროვნული ნაკრებები გაითამაშებენ.
ავსტრალიელებმა მუნდიალზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდს 2:1 სძლიეს აზიის ზონაში. ავტრალია 53-ე წუთზე ჯეკსონ ირვინმა დააწინაურა, ხოლო არაბებიდან 57-ე წუთზე საპასუხო ბურთი კაიო კანედომ გაიტანა. გრემ არნოლდის გუნდიდან გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე აიდინ ჰრუსტჩმა გაიტანა.
ავსტრალიელები 13 ივნისს კატარში პერუელებს შეხვდებიან, რომლებმაც სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში მე-5 პოზიცია დაიკავეს. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული მუნდიალზე გაემგზავრება.
14 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში კოსტა-რიკა და ახალი ზელანდია შეხვდებიან.