გერმანიამ და ინგლისმა ქულები გაიყვეს, კეინმა ჩარლტონს გაასწრო

0
33

ერთა ლიგის A ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გერმანიამ მიუნხენი „ალიან არენაზე“ ინგლისი მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 50-ე წუთზე მასპინძლები იონას ჰოფმანმა დააწინაურა. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაათანაბრა, როდესაც ჰარი კეინმა პენალტი გამოიყენა. კეინმა ინგლისის ნაკრებში 50-ე გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს გაასწრო. მასზე მეტი გოლი ეროვნულ გუნდში მხოლოდ უეინ რუნიმ გაიტანა – 53.
ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გერმანიას ზედიზედ 11 თამაშია არ წაუგია – 8 გამარჯვება და 3 ფრე.
მე-3 ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ერთა ლიგისა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიამ ჩეზენაში უნგრეთს მინიმალური სხვაობით აჯობა. რობერტო მანჩინის გუნდი 30-ე წუთზე ნიკოლა ბარელამ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმი ბოლო წუთზე თავი ლორენცო პელეგრინიმ გამოიჩინა. 61-ე წუთზე იტალიელთა მცველმა ჯანლუკა მანჩინიმ ავტოგოლი მიითვალა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
იტალია 4 ქულით ჯგუფში ლიდერია, ხოლო მეორე ადგილზე უნგრეთია, რომელმაც 3 ქულა დააგროვა. გერმანია 2 ქულით მე-3 პოზიცაზეა, ხოლო ინგლის მხოლოდ ქულა აქვს.