ვილი სანიოლის საუკეთესო მატჩი – საქართველომ ბულგარეთი გაანადგურა

0
64

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მთავარ მწვრთნელად ფრანგი ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-2 ტურში ჩვენი გუნდი რაზგრადში ბულგარეთს შეხვდა და 5:2 დაამარცხა. მანამდე, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ თუ ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთთან გასვლაზე ფრეც არასოდეს უთამაშია. რაზგრადში გამართულ დაპირისპირებამდე, საქართველო ბულგარეთს 6-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ დაამარცხა – თბილისში 1995 წლის 11 ოქტომბერს 2:1. ბულგარელებმა 4 თამაში მოიგეს, ხოლო ერთი უგოლო ფრე დასრულდა საქართველოს დედაქალაქში. ანგარიში უფრო მეტიც იქნებოდა შეხვედრის მიწურულს სანიოლის გუნდს პენალტი რომ გამოეყენებინა. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მინიმუმ 5 გოლი მეორედ გაიტანა. პირველად ეს 2006 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა სტუმრად ფარერები 6:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ერთ მატჩში 5 გოლი 2017 წლის 28 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა. მაშინ, ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობით თბილისში ლატვია 5:0 დავამარცხეთ.
სანიოლმა გუნდი სამი ცენტრალური მცველით ათამაშა – გურამ კაშია, საბა კვეკვრკველია და დავით ხოჭოლავა, რომლებსაც მარჯვნიდან ოთარ კაკაბაძე ეხმარებოდა, ხოლო მარცხნიდან ირაკლი აზაროვი. მათ მთელი ფლანგის კონტროლი ევალებოდათ. საყრდენ ნახევარ,ცველებად ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია თამაშობდნენ, რომელთა ოდნავ მარჯვნივ ზურიკო დავითაშვილი მოქმედებდა, მარცხნივ კი, ხვიჩა კვარაცხელია. გამოკვეთილი თავდამსხმელი მხოლოდ ბუდუ ზივზივაძე იყო.
თამაშის დასაწყისში კვარაცხელია ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – ბულგარელი მცველის ფეხიდან ბურთი კუთხურზე გადავიდა. მე-3 წუთზე კაშიამ მასპინძლების ნახევარზე კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც კარგი პასი მისცა ბულგარელთა საჯარიმოში დავითაშვილს, ამ უკანასკნელმა კი საჰაერო ორთაბრძოლა იორდანოვს მოუგო და თავით ანგარიში გახსნა – 0:1. მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს დავითაშვილის პასი გოლი ზივზვაძემ გაიტანა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა და ანგრიში არ შეცვლილა. მე-16 წუთზე აზაროვმა თავის ნახევარზე არაზუსტი გადაცემა გააკეთა და ბურთი მინჩევმა ჩაჭრა, რომელმაც ლორიასთან პირისპირ დესპოტოვი დატოვა, მაგრამ ჩვენმა მეკარემ ბულგარელის დარტყმული ბურთი მოიგერია.
31-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მორიგი კონტრშეტევის დროს, კვარაცხელიამ გამოზომილი პასი გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ აზაროვს, რომლის დარტყმის მერე მახვილი კუთხიდან ბურთი ხრისტოვს ოდნავ შეეხო და კარში აღმოჩნდა – 0:2. ანგარიში გაზრდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ აზაროვმა საჯარიმოს გარედან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ამჯერად, მიხაილოვმა ხიფათი გაანეიტრალა. ტაიმის მიწურულს კვარაცხელია ბალკანელების საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, კვარაცხელიამ ბურთი მასპინძლების საჯარიმოში მიიღო და ქუსლით პასი მის ზურგსუკან გახსნილ აზაროვს გაუკეთა, რომლის ჩაწოდების შემდეგ მცველის ფეხიდან ბურთი აბურჯანიას მიუვიდა, რომელმაც რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ტურცოვმა მარჯვენა ფლანგიდან საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კაშიას და კვერკველიას შორის მყოფმა ილიევმა თავით გაიტანა – 1:2 და ჩვენი გუნდის 545-წუთიანი “მშრალი” სერია შეწყდა. ამ გოლიდან ორ წუთში აზაროვმა ბურთი დროულად გადააწოდა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ აბურჯანიას, რომლის პასით ზივიზვაძემ ნაკრების მაისურით ოფიციალურ მატჩში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
58-ე წუთზე, კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ტურცოვს გაექცა და ბულგარელმა მცველმა ხვიჩა თავის საჯარიმოში წააქცია, რის გამო, იტალიელმა მსაჯმა მარესკამ პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. კვარაცხელიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და სანაკრებო კარიერაში მე-7 გოლი მიითვალა – 1:4.
69-ე წუთზე მიქაუტაძემ ბულგარელთა საჯარიმოში ერთ მცველს თავგზა აუბნია და გადაცემა კარის წინ მდგომ ყაზაიშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:5.
ამის შემდეგ, მიქაუტაძეს გატანა თვითონ შეეძლო, როდესაც ბულგარელ მცველს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – მასპინძლები გოლის გაშვებისგან მეკარემ იხსნა. თავუს მხრივ დუბლის შესრულება ილიევს შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ბურთი ლორიამ ნახტომში მოიგერია. 83-ე წუთზე ბულგარელებმა კუთხური ჩააწოდეს და ილიევის თავურის შემდეგ ბურთი გევრდით ძელს მოხვდა, ხოლო სტეფანოვმა ფაქტობრივად კარის ხაზიდან დაამატა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე პოპვმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და რეფერის ვიდეოასისტენტის მითითების მერე, მარესკამ ეპიზოდი თავად შეამოწმა, რასაც პენალტის დადება მოჰყვა. კვეკვესკირის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და 2 ქულით ასწრებს მე-2 ადგილზე მყოფმა ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელმაც გიბრალტარი გასვლაზე 2:0 დაამარცხა. სანიოლის გუნდი 9 ივნისს სტუმრად სწორედ მაკედონიელებს შეხვდება. საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაიზარდა – 6 მოგება და 1 ფრე. ჩვენ გუნდს სტუმრად მიჯრით 4 თამაში არ წაუგია (3 გამარჯვება და 1 ფრე) – ბოლოს შარშან სექტემბერში ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.
ბულგარეთი – საქართველო 2:5 (0:2)
5 ივნისი. რაზგრადი. „ჰუვეფარმა არენა“.
ბულგარეთი:
მიხაილოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი (პ.ხრისტოვი, 46), ტურიცოვი (პოპოვი, 64), ა. ხრისტოვი, მილანოვი (სტეფანოვი, 46), ჩოჩევი, ნედელევი (კრატევი, 64), დესპოტოვი, ილიევი, მინჩევი (იანკოვი, 64).
მთავარი მწვრთნელი:
იასენ პეტროვი.
საქართველო: ლორია, კაკაბაძე (კიტეიშვილი, 84), კაშია, ხოჭოლავა, კვერკველია, აზაროვი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი, 74), აბურჯანია (გვილია, 75), კვეკვესკირი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი, 67), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 67).
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გოლები: 0:1 დავითაშვილი (4), 0:2 აზაროვი (31), 1:2 ილიევი (50), 1:3 ზივზივაძე (52), 1:4 კვარაცხელია (58, პენ.), 1:5 ყაზაიშვილი (69), 2:5 სტეფანოვი (83).
კვეკვესკირმა 90+4 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა (ძელი).
გაფრთხილება:
დესპოდოვი (31), ა.ხრისტოვი (90+7) 
მთავარი მსაჯი:
 ფაბიო მარესკა (იტალია)