ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-2 ტურში, შინ საქართველოს ეროვნულ გუნდთან 2:5 მარცხის შემდეგ, ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ თამაშის მერე გამართულ პრესკონფერეინციაზე განაცხადა:
„ყველაფერი მთავრდება! ასე და ამ გზით სვლას ვერ გავაგრძელებთ. ყველას ბოდიშს ვუხდი. მივდივარ ნაკრებიდან. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. არა, პრეზიდენტთან არ მისაუბრია. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ. ბოდიშს გიხდით ყველას.
არ ვიცი, ვის დანიშნავენ გუნდის მთავარ მწვრთნელად, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ყველა ვარიანტში წარმატებას ვუსურვებ.
ხლა რთული პერიოდი გვაქვს. გასახდელში შევალ და ყველას დაველაპარაკები. მინდა, ბიჭებს დავემშვიდობო და გავამხნევო ისინი. ნაკრებისთვის თამაში ბევრ რამეს ნიშნავს, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ვიმეორებ: პასუხისმგებლობას ვიღებ“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ბულგარეთს 12 ივნისს უმასპინძლებს და მეტოქე თბილისში ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით ჩამოვა.





