გურამ კაშია: “მთავარი ჯგუფის მოგებაა”

0
37

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც დადებითი შედეგის მიღწევას ელოდება. მან ამის შესახებ ერთა ლიგაში სტუმრად ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
გურამ კაშია: “ერთა ლიგა კარგად დავიწყეთ. საინტერესო თამაში გამოვიდა, მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ, ძალიან გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ, მოედანზე სწორად გადაავადგილდებოდით. ძალიან მსიამოვნებს ამ გუნდში თამაში და მიხარია, რომ ასე წარმატებით ვთამაშობთ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ენერგია აღვიდგინოთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან გვინდა რევანშის აღება, მაგრამ მთავარი ჯგუფის მოგებაა და ცხადია, სასურველ შედეგს ამ თამაშიდანაც ველით. ბულგარეთთან სერიის შეწყვეტა? უფრო გულშემატკივარს გაუხარდებოდა ეს გამარჯვება, რადგან ბულგარეთთან ძალიან ცუდი წარსული გვქონდა. ერთ კვირაში მათ კიდევ ვეთამაშებით, იმედი მაქვს, რომ სტადიონი გაივსება და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთხელ რევანშს ავიღებთ. ხანდახან, გასვლით თამაშზე საქართველოს ერთ დროშას რომ ვხედავ, სიამაყით ვივსები და ამდენი გულშემატკივარი რომ დავინახე, დიდი ემოცია იყო. ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ამდენი ქომაგი გასვლაზე არასდროს გვყოლია და თუკი სადმე კიდევ შეიძლება წამოვიდნენ, ეს დიდი მოტივაცია იქნება. ჯერ ნაკრებიდან წასვლას არ ვაპირებ, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, გუნდს და მწვრთნელებს დავჭირდები, აუცილებლად ვიქნები ნაკრებში”.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ივნისს სკოპიეში შეხვდება.