ხვიჩა კვარაცხელია: “ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა”

0
41

ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებით, საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა და ამიტომ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში თბილისში გიბრალტართან (4:0) მოგებული მატჩის მერე ისაუბრა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია: “მინდა, გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, მოგვენატრა „დინამო არენაზე“ თამაში, დიდი დრო იყო გასული, რაც აქ არ გვეთამაშა. უმაგრესი ატმოსფერო შეგვიქმნეს და მათ 12 ივნისსაც ველოდებით, რადგან ჩვენი მიზანია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და მათი დახმარება ძალიან გვჭირდება”.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 5 ივნისს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს.