გურამ კაშიასთვის მთავარია, რომ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში სასტარტო შეხვედრა მოიგო. ნაკრების კაპიტანმა ამის შესახებ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გიბრალტართან (4:0) გამარჯვების მერე განაცხადა.
“რაც მთავარია, მოვიგეთ. საწყის ნახევარ საათში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ამის შემდეგ ვცდილობდით თამაში გაგვეკონტროლებინა, რაც შევძელით ბოლო 10 წუთში 2 გოლი იყო. გულშემატკივარს დიდი მადლობა, რომ ასეთი რაოდენობა მოვიდა და ძალიან კარგია, რომ პანდემიის შემდეგ გულშემარტკივარი სრულად დაბრუნდა” – თქვა გიბრალტარელთა კარში ერთი გოლის ავტორმა კაშიამ.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 5 ივნისს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს.





