გრიგალავა უგუნდოდ დარჩა

0
48

რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ხიმკის“ დატოვება მოუწევს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მცველს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და ახალ ხელშეკრულებას აღარ შესთავაზებენ.
32 წლის გრიგალავა „ხიმკის“ ზამთარში შეურთდა და 10 მატჩი ჩაატარა. ის იმ მცირერიცხოვანი ქართველი ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრემიერ ლიგაში დარჩენა არჩიეს.
„ხიმკიმ“ განვლილ სეზონში ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა და პლეი-აუტში ხაბაროვსკის სკა-ს აჯობა.