მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რუდიგერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. მადრიდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის რუდიგერი „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა, რადგან ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ის „ჩელსიში“ 2017 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 199 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მან ინგლისურ კლუბში ინგლისის ასოციაციისს თასი, ჩემპიონტა ლიგა. ევროპის ლიგა, უეფას ევროპის სუპერთაი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.





