მესი: „ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ“

0
67

ლიონელ მესის მიაჩნია, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ და წარმატების მისაღწევად მზადაა. მან ამის შესახებ ფინალისიმა-2022-ის მოგების შემდეგ განაცხადა.
ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე მესის კაპიტნობით სამხრეთ ამერიკის შარშანდელმა გამარჯვებულა არგენტინმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალია 3:0 დაამარცხა, ხოლო მესიმ 2 საგოლე პასი გააკეთა.
„ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ. დღეს კარგი გამოცდა ჩავაბარეთ, რადგან იტალია საუცხოო გუნდია. ჩვენ ვიცოდით, რომ კარგი თამაში გველოდა და ასეთ ვითარებაში ჩემპიონობა სასიამოვნოა.
მშვენიერი ფინალი აღმოჩნდა, რადგან სტადიონზე ბევრი არგენტინელი იყო, რაც ჯადოსურია“ – განაცხადა მესიმ, რომელიც თამაშის შემდეგ თანაგუნდელებმა ჰაერში ააგდეს, რითაც მის საუცხოო ასპარეზობას ხაზი გაუსვეს.
ფინალისიმა წელს პირველად ჩატარდა. ეს მატჩი უეფასა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად გაიმართა, რომელიც ძალაში 2028 წლამდეა.