დავით ხოჭოლავა: “მიზანი ფინალში გასვლა და გამარჯვებაა”

0
20

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველ მატჩამდე დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ოცდაცხრა ფეხბურთელი მონაწილეობდა.
დავით ხოჭოლავა (საქართველოს ნაკრების წევრი): “ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ნაკრებში თამაში და ხვალინდელი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ როგორი სტარტი გვექნება. გვეხმარება ახალი სლოგანი, გერბი, ჰიმნი – ყველაფერი ერთად, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მიზანი რჩება ერთი – გავიდეთ ჯგუფიდან და ისევ იქ მოვხვდეთ სადაც წინაზე ვიყავით ფინალში და მოვიგოთ”.
 საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “დიდი ეტაპი იწყება. ვემზადებით ოთხი თამაშისთვის. სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ვართ, მაგრამ ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია და ყველას ახალი ენერგია გვაქვს. მაქსიმალურად ვემზადებით ხვალისთვის. ფეხბურთელებს დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება. დიდი ხანია თბილისში არ გვითამაშია და მიხარია. მსურს, ისეთი გულშემატკივრობა იყოს, როგორც ბათუმში ბოლო სანაკრებო მატჩებზე”.
საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის 

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45