უეფაში 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებების 2022/23 წლის სეზონის A და B ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად A ლიგაში გადასასვლელად ბელარუსის, ლუქსემბურგის და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ.
A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი აღზევდება და მომდევნო სეზონიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები კვლავ B ლიგაში ითამაშებს. ჩვენი გუნდი მეექვსე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. A ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გადაინაცვლებს.





