თავაქარაშვილი კარიერას NCAA-ს “საკრამენტო ჰორნეთსში” განაგრძობს

0
77

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და ეროვნული გუნდის კანდიდატი, ვლადიმერ თავაქარაშვილი კარიერას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გააგრძელებს. “დინამო თბილისის” კალათბურთელმა კონტრაქტი NCAA-ის პირველი დივიზიონის გუნდ “საკრამენტო ჰორნეთსთან” გააფორმა.
“20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ეროვნული განზრახვის წერილს მოაწერა ხელი და ის საკრამენტოს 2022/23 წლების სეზონიდან დაეხმარება. მას ეროვნულ ნაკრებში თამაშის და პროფესიულ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს. თავაქარაშვილი “ჰორნეთსის” ახალი მწვრთნელის, დევიდ პატრიკის მე-8 შენაძენია. ამით “ჰორნეთსში” კალათბურთელთა რიცხვი 14 გახდა. 8 ახალწვეულიდან 6 უცხოელია, 3 ავსტრალიელი და თითო აფრიკელი, ქართველი და ახალზელანდიელი”, – ვკითხულობთ “საკრამენტო ჰორნეთსის” ოფიციალურ საიტზე. კოლეჯთა ლიგის ელიტის მომდევნო სეზონში ის მე-8 ქართველი იქნება.
დევიდ პატრიკი (ჰორნეტსის მწვრთნელი): “ვლადი დიდებული შენაძენია პროგრამისთვის. მისი საერთაშორისო თამაშის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ფრთისთვის შესანიშნავი გაბარიტები და სისწრაფე აქვს. ის კარგად ესვრის, ვლადის შემტევი პოტენციალი გუნდს მრავალფეროვანს გახდის პერიმეტრზე. მადლიერები ვართ, რომ მან ჩვენი პროგრამა აარჩია”.
შეგახსენებთ, რომ კოლეჯთა ლიგის ელიტურ დივიზიონში თამაშობენ: რატი ანდრონიკაშვილი (კრეიტონი), საბა გიგიბერია (სან ფრანცისკო), ალექს მერკვილაძე (ლოიოლა), ზურაბ ჟღენტი (ნორზვესტერნი), ცოტნე ცარციძე (ჩრდილოეთ დაკოტა), ნიკა მეცხვარიშვილი (ლუზიანა-მონრო) და ნატალია ოთხმეზური (აიონა).
საკრამენტო სტეიტ ჰორნეტსი Big Sky-ს კონფერენციაში თამაშობს. გასულ სეზონში საკრამენტოელები კონფერენციის პლეი ოფში გავიდნენ და მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ მონტანა სტეიტთან წააგეს.