მესი ბენზემაზე: „ეჭვგარეშეა „ოქროს ბურთი“ ვინ უნდა მიიღოს“

0
29

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანს და პსჟ-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის მიაჩნია, რომ წელს „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ უნდა მოიგოს.
„ვფიქრობ, სავსებით ნათელია, რომ ბენზემამ დიდებული სეზონი ჩაატარა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ფუნდამენტალური წვლილი შეიტანა. ჩემი აზრით, ეჭვგარეშეა „ოქროს ბურთი“ ვინ უნდა მიიღოს“ – განაცხადა მესსიმ TyC Sports-თან ინტერვიუში.
ბენზემამ 2021-2022 წლების სეზონში „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. ის 27 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო და საუკეთესო გოლეადორის წოდება არავის დაუთმო.
საფრანგეთოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საერთო ჯამში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 თამაშში 44 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.