
„ესპანიოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობოლია. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ბარსელონელებს დიეგო მარტინესი გაუძღვება. კლუბის ხელმძღვანელები მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უახლოეს ხანში განაცხადებენ.
41 წლის ესპანელი სპეციალისტი ვისენტე მორენოს შეცვლის, რომელიც მაისის შუა რიცხვებში დაითხოვეს.
მარტინესი 2017-2018 წლების სეზონში „ოსასუნას“ ავარჯიშებდა, ხოლო 2018-2021 წლებში „გრანადას“ თავკაცობდა.




