საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ ახალ მფლობელი ჰყავს. რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ ტოდ ბოელისთვის და კონსორციუმ Clearlake Capital მიყიდვის პროცესი დასრულდა. მანამდე, გარიგებას დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, ინგლისის პრემიერ ლიგა და სხვა ოფიციალური პირები დათანხმდნენ.
კლუბის მართვის უფლება როგორც ბოელის, ასევე Clearlake Capital-ს თანაბრად აქვთ. გარდა ამისა, ბოელი „ჩელსის“ მმართველის საბჭოს თავჯდომარე იქნება.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 4,25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად გაასხვისა.
ცნობისთვის, 46 წლის ბიზნესმენი ბოელი ბეისბოლის კლუბ „ლოს-ანჯელეს დოჯერსის“ მეპატრონეცაა.





