„ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერ ლიგაში აღზევდა

0
52

„ნოტინგემ ფორესტი“ მომდევნო სეზონს ინგლისის პრემიერ ლიგაში გაატარებს. ჩემპიონშიფის პლეი-ოფში სტივ კუპერის გაწვრთნილმა გუნდმა „ჰადერსფილდი“ 1:0 დაამარცხა – ავტოგოლი ლევი კოლუილამ მიითვალა.
„ნოტინგემ ფორესტი“, რომელიც 1865 წელსაა დაარსებული, ბოლო პრემიერ ლიგაში 1998-1999 წლების სეზონში გამოდიოდა.
„ნოტინგემი“ ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც თავისი ქვეყნისს ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა თასს ორჯერ დაეუფლა.
ნოტინგემელთა გარდა, მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ასევე „ფულემი“ და „ბორნმუთი“ ითამაშებენ.