ზივზივაძის გოლი „უიპეშტში“ სეზონში საუკეთესოდ აღიარეს

0
19

უნგრეთის „უიპეშტში“ 2021-2022 წლები სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე აღმოჩნდა. კლუბის გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში პირველ ადგილზე ზივზივაძის მიერ აპრილში „ზალაეგერშეგის“ კარში გატანილი ბურთი აღმოჩნდა. მან პირველი ტაიმის 37-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან შორეულ კუთხეში ბურთი ძალიან ეფექტურად და რაც მთავარია ძალიან ზუსტად „მოჭრა“. ეს გოლი უნგრეთის ჩემპიონატში აპრილში საუკეთესოდ აღიარეს, ხოლო განვლილ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა.
ზივზივაძე „უიპეშტში“ ზამთარში „ფეჰერვარმა“ გაანახოვრა და მან 11 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.