საქართველო – გიბრალტარის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

0
48

ერთა ლიგაში საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ პირველ მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” სალაროებში ბილეთები დღეიდან იყიდება. სალაროები 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.
ბილეთების გაყიდვა ონლიან რეჟიმში, საიტზე TKT.ge 24 მაისიდან მიმდინარეობს. საქართველო – გიბრალტარის ბილეთებთან ერთად, ონლაინ რეჟიმში, გულშემატკივრებს ივნისის სანაკრებო მატჩებზე აბონემენტის შეძენის საშუალება აქვს.
აბონემენტის მფლობელებს უეფას ერთა ლიგის ორ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” გამართავს.
2 ივნისი – საქართველო – გიბრალტარი
12 ივნისი – საქართველო ბულგარეთი
აბონემენტის ყველა მფლობელს სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სახელობითი სკამი დახვდება.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.