ქარიმ ბენზემამ, რომელიც 2021-2022 წლების სეზონში მადრიდის „რელის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
„ლივერპულთან“ დაპირისპირების გასაღები ისაა, რომ თამაშში იმგვარად ჩავერთოთ, რათა გავიმარჯვოთ. ფინალში ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით, მაგრამ ჩვენც თავდაჯერებულნი ვართ, რადგან „რეალიც“ ძლიერია.
საჭიროა კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე გავაკეთოთ და ეს ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად უნდა გავაკეთოთ. მომავალ თამაშს თავდაჯერებულნი ვხვდებით და ამის ჩვენებას მოედანზე ვაპირებთ“ – ციტირებს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდს „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდი.
34 წლის ბენზემამ 2021-2022 წლების სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში 45-ჯერ ითამაშა და 44 გოლი გაიტანა. მან ლა ლიგის 32 მატჩში მეტოქთა კარი 27-ჯერ აიღო და კარიერაში პირველად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.





