იურგენ კლოპი ინგლისის პრემიერ ლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
განვლილი სეზონში კლოპის გაწვრთნილი „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და „მანჩესტერ სიტის“ ქულით ჩამორჩა.
54 წლის გერმანელი პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად მეორედ აღიარეს. პირველად მან ეს ჯილდო 2020 წელს მიიღო.
კლოპის გარდა პრემიერ ლიგაში სეზონის მწვრთნელად ერთხელ მეტჯერ მხოლოდ ალექს ფერგიუსონი (11), არსენ ვენგერი, ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა (3-3-ჯერ) გახდნენ.
პრემიერ ლიგის გარდა, კლოპი საუკეთესოდ ლიგის მწვრთნელთა ასოციაციამაც დაასახელა.
გერმანელი „ლივერპული“ 2015 წლის 8 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს. მან გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო – ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. მას მერსისაიდელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.





