„ციურიხის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრე ბრაიტენრაიტერი „ჰოფენჰაიმს“ გაწვრთნის, რის შესახება გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება. ბრაიტენრაიტერმა „ციურიხს“ 2021-2022 წლების სეზონში შვეიცარიის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.
„ჰოფენჰაიმი“ თავკაცის გარეშე მას მერე დარჩა, რაც სებასტიან ჰიონესი დაითხოვეს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურებოდა. ის გუნდს 2020 წლიდან წვრთნიდა და მაშინ ალფრედ შრიოდერი შეცვალა.
40 წლის სებასტიან ჰიონესი გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის და ბერლინის „ჰერტას“ ექსმწვრთნელის დიტერ ჰიონესის შვილია. მისი ბიძა კი, „ბაიერნის“ ყოგფილი პრეზიდენტი ული ჰიონესია. „ჰოფენჰაიმამდე“ ჰიონესი „ბაიერნის“ მეორე გუნდს ავარჯიშებდა, რომელსაც გერმანიის რანგით მესამე დივიზიონი მოაგებინა.
„ჰოფენჰაიმმა“ აწ უკვე დასრულებულ სეზონში ბუნდესლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.





