მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ კლუბმა ამსტერდამის „აიაქსიდან“ მცველი ნუსაირა მაზრაუი შეიძინა. მაროკოელმა მცველმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
24 წლის მაროკოელს „აიაქსთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და „ბაიერნში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.
„ეს კლუბი იმიტომ ავირჩიე, რომ მასთან ერთად ტიტულების მოგება შემიძლია“ – განაცხადა მაზრაუიმ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
მაზრაუი „აიაქსის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან გამოდის. მან ნიდერლანდური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 137 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.





