ედინსონ კავანიმ შესაძლოა კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში განაგრძოს. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით ურუგვაის ეროვნული ნაკრების 35 წლის ფორვარდის ხილვა თავს რიგებში სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” სურს.
ის ესპანური კლუბის წარმომადგენლებსს უკვე ესაუბრა. კავანის “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს და ზაფხულში ინგლისურ გრანდში დარჩენას აღარ გეგმავს.
სამხრეთ ამერიკელი 2020 წლის ოქტომბერში “მანჩესტერში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. კავანიმ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანასთან ერთად, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.





