კრისტიან ერიქსენმა გამოჯანმრთელების შემდეგ დანიის ნაკრებში დაბრუნება გოლით აღნიშნა. დანიელები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 2:3 წააგო. 30 წლის ერიქსენი თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ორ წუთში მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელის პასის შემდეგ მეკარისგან ზედა კუთხეში აუღებლად დაარტყა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე გასული წლის 12 ივნისს ფინეთთან (0:1) მატჩის დროს გულის შეტევის გამო ერიქსენმა გონი დაკარგა და მოედანზე დაეცა. მას გულში დეფიბლიატორი ჩაუდგეს და ამჟამად, ინგლისის პრემიერ ლიგაში „ბრენტფორდში“ თამაშობს.





