ურუგვაი და ეკვადორი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ

0
49

სამხრეთ ამერიკიდან ფეხბურთში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კიდევ ორი მონაწილე გაირკვა. ახალი მთავარი მწვრთნელის დიეგო ალონსოს ხელმძღვანელობით ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში პერუს უმასპინძლა და 42-ე წუთზე დე არასკაეტას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. ურუგვაი 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-4 ადგილზე და ბოლო ტურის წინ კონკურენტებისთვის მიუწვდომელია.
ამდენივე ქულა აქვს ეკვადორს და მე-3 პოზიციაზეა. ეკვადორელები სტუმრად პარაგვაელებს შეხვდნენ და 1:3 წააგეს, მაგრამ ამის მიუხედავად მსოფლიო პირველობაზე მაინც ითამაშებენ.

ბრზილიამ, რომელმაც მუნდიალზე თამაში დიდი ხანია გაინაღდა, ჩილე მიიღო და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებიდან თავი ნეიმარმა, ვინისიუს ჟუნიორმა, კოუტინიომ და რიშარლისონმა გამოიჩინეს.
კოლუმბიამ ბოლივია მიიღო და 3:0 აჯობა, ხოლო არგენტინა, რომელსაც მუნდიალზე თამაში გარანტირებული აქვს, ვენესუელას დღეს დაუპირიპირდება. ბოლო ტურის წინ პერუ 21 ქულით მე-5 ადგილზეა რაც ინტერკონტინენტალურ პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.  კოლუმბიას 20 ქულით მეექვსეა, ხოლო ჩილე 19 ქულით – მეშვიდე.
ბოლო ტურში პერუ პარაგვაის მასპინძლობს, ჩილე – ურუგვაის, ხოლო კოლუმბია სტუმრად ვენესუელას შეხვდება. მე-5 ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში აზიის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.