შვედეთი პლეი-ოფის ფინალში პოლონეთთან ითამაშებს, უელსი ივნისს დაელოდება

0
52

შვედეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. შვედები სტოკჰოლმში ჩეხეთს დაუპირისპირდა და დამატებით დროში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩის 110-ე წუთზე გოლი კუაისონმა გაიტანა.
29 მარტს იან ანდერსონის გაწვრთნილი შვედები პლეი-ოფის ფინალში სტუმრად პოლონელებს შეხვდებიან. პოლონელებს ნახევარფინალში რუსებთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფამ რუსეთის ნაკრები მოკვეთა და შჩესლავ მიხნევიჩის შეგირდები მომდევნო ეტაპზე უბრძოლველად გავიდნენ.
უელსმა კარდიფში ავსტრია მიიღო და ბეილის დუბლით მოიგო. მადრიდის „რეალის“ გარემარბმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, ხოლო 51-ეზე მეორე გოლი გაიტანა. ავსტრიიდან თავი 61-ე წუთზე ზაბიცერმა გამოიჩინა.
უელსი ფინალში შოტლანდია-უკრაინის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ფიფას გადაწყვეტილებით შოტლანდიელები უკრაინას ივნისში მიიღებენ.