რობერტო მანჩინი: „ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“

0
38

მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ ზოგჯერ ფეხბურთში წარმოუდგენელი რამ ხდება.
„თუ ევრო-2020 ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუცხოო პერიოდი იყო, ეს მარცხი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. სათქმელია არაფერია. ასეთია ფეხბურთი, ზოგჯერ წარმოუდგენელი რამ ხდება, როგორც ამ შემთხვევაში.
დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ასეთი ვითარებაში საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და ამაზე საუბარი ზედმეტია.
ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებული იყო, რადგან საუცხოოდ ვითამაშეთ. შემდე იღბალი, რომელიც ევროპისს პირველობაზე თან გვდევდა, ტოტალური უიღბლობოთ შეიცვალა. გასული წლის სექტემბრიდან დაწყებული დაუჯერებელი ამბები ხდებოდა.
შესარჩევ ჯგუფში ვდომინირებდით და ჩვენს მიერ შექმნილი მომენტებიდან ერთის გამოყენების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ 92-ე წუთზე გაშვებული გოლი ამ საერთო სურათში ჯდება. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მომხდარის გამო გულდაწყვეტილი ვარ.
მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბიჭების გამო ახლა უფრო მეტად განვიცდი, ვიდრე ივლისში. ამჟამად, ისეთი რთული მომენტია, მათდამი ჩემი მიჯაჭვულობა უდიდესია. ჯერ ადრეა საუბარი მომავალში რა იქნება, რადგან ძალიან იმედგაცურებულნი ვართ, მაგრამ ამავე დროს ეს უდიდესი მოთამაშეების ნაკრებია, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი აქვს“ – განუცხადა მანჩინიმ RAI Sport-ს.