გოგა ბითაძის 14 ქულა

0
65

“ინდიანა პეისერზმა” ორი დღის განმავლობაში მეორე მატჩი წააგო. გოგა ბითაძესა და მის პარტნიორებს ამჯერად “მემფის გრიზლიმ” სძლია – 133:103.
სასტარტოში მყოფმა ქართველმა ცენტრმა 30 წუთში 14 ქულა დააგროვა. ამასთან, გოგას ოთხი მოხსნა (სამი შეტევაში), ორი დაფარება და ერთი ჩაჭრა ჰქონდა.
მომდევნო მატჩს “ინდიანა” 27 მარტს კანადაში “ტორონტო რეპტორზთან” ჩაატარებს.