შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის თქმით, გარკვეულ პანიკას გრძნობს, როდესაც კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
„მცირე პანიკას ვგრძნობ, როდესაც კარიერის დასრულების პერსპექტივაზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, რაც შესაძლოა უფრო მეტ ხანს ვითამაშებ, ვიდრე შედეგის მიღწევა შემიძლია. ვიცი, რომ ისეთ ადრენალინს ვერასოდეს მივიღებ, როგორსაც ფეხბურთის თამაშის დროს ვგრძნობ. ფეხბურთელები დაპროგრამირებულნი იღვიძებენ, ვარჯიშზე მიდიან და შემდეგ სახლში დასასვენებლად ბრუნდებიან. ასეთი რეჟიმი 20-25 წელიწადი გრძე;დება.
ერთხელ გავიღვიძებ და არაფერს დავგეგმავ. ეს უცნაური გრძნობა იქნება. ვფიქრობ. თქვენ გული დაგწყდებათ, როდესაც ვერაოდეს ნახავთ მე როგორ ვთამაშობ, სჯობს, ახლა გაერთოთ, რადგან მსგავს რამეს ვერასოდეს იხილავთ. დატკბით ვიდრე მოედანზე ვარ, ვინაიდან ასეთი რამ აღარ განმეორდება“ – იუწყება gazzetta.it იბრაჰიმოვიჩის ნათქვამს, რომელიც შვედეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში შინ ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან შესახვედრად ემზადება.ს





