რუნი და ვიეირა პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

0
86

ინგლისის პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში კიდევ ორი ფეხბურთელი უეინ რუნი და პატრიკ ვიეირა მიიღეს. მიმდინარე წელს ისინი ნახსენები დარბაზის პირველი ახალწვუელები არიან.
რუნიმ მთელი თავისი სათამაშო კარიერა „ევერტონში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა. მან მანჩესტერელების რიგებში პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგო. რუნიმ პრემიერ ლიგაში 208 გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში მეორე ბომბარდირია.
ვიერა ინგლისში „არსენალში“ და „მანჩესტერ სიტიში“ გამოდიოდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონელებთან ერთად ინგლისის ჩემპიონატის ოქროს მედლები 3-ჯერ მოიპოვა. ვიეირა 2003-2004 წლების სეზონში, როდესაც „არსენალი“ ჩემპიონი წაუგებლად გახდა, გუნდის კაპიტანი იყო.
ამჟამად, პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შემდეგი ყოფილი ფეხბურთელები არიან:
ტიერი ანრი, ალან შირერი, ერიკ კანტონა, როი კინი, ფრენკ ლამპარდი, დენის ბერგკამპი, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექჰემი, უეინ რუნი, პატრიკ ვიეირა.