რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა თურქული საფეხბურთო კლუბი „გიოზთეფე“ შეიძინოს, იუწყება CNN Turk. აბრამოვიჩი მოლაპარაკებას „გიოზთეფეს“ მეპატრონეს მეჰმეტ სეპილთან აწარმოებს. უახლოს მომავალში სეპილი ოლიგარქის წარმომადგენლებს შეხვდება.
„გიოზთეფე“ 27 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში 27 ქულით მე-18 ადგილზეა. აბრამოვიჩი, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქცია დაადო, 2 მარტს განაცხადა, რომ ლონდონი „ჩელსის“ ყიდის.





