საბურთალოელები Fitogether – GPS სისტემით წლის ბოლომდე ივარჯიშებენ

0
89

თბილისის “საბურთალო” რამდენიმე დღეა Fitogether – GPS სისტემით ვარჯიშობს. აღნიშნული სისტემა აღრიცხავს ფეხბურთელების ზუსტ მოძრაობებს, აკონტროლებს სხეულის რეაქციასა და იძლევა სხვადასხვა  მნიშვნელოვან ინფორმაციას.
Fitogether-ი ლიდერობს მსოფლიო ტენდენციას ინდუსტრიაში მონაცემთა ანალიზის მოწინავე ტექნოლოგიით. ხსენებული სისტემით საბურთალოელები წლის ბოლომდე ივარჯიშებენ.