ესპანეთის ლა ლიგაში ყველაზე მაღალი ხელფასი „ბარსელონას“ მცველ ხერარდ პიკეს აქვს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი თვეში 2,33 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ჩამონათვალში მეორე პოზიციაზე „რეალის“ ნახევარმცველები გარეთ ბეილი და ედენ აზარი არიან – 2,27-2,27 მილიონი ევრო.
ლა ლიგაში ხელფასის მხრივ მესამე ადგილზე „ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსია, რომელიც თვეში 1,91 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მეოთხე ადგილზე დავიდ ალაბა („რეალი“) და ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“) იყოფენ – 1,88-1,88 მილიონი ევრო.





