იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ფერარი კვლავ ჩამოვიდა ქუთაისში. ჩამოსვლის მიზეზი მისი იტალიური გამოცდილების გაზიარებაა ქუთაისის “ტორპედოს” ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში, აკადემიის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გუნდების სელექცია-დაკომპლექტებაში.
დღეს მასიმილიანო ფერარი ტორპედოს აკადემიის მწვრთნელებს შეხვდა. საუბარი სამომავლო გეგმებსა და სამოქმედო სტრატეგიების შემუშავებაზე წარიმართა.





