პაულო დიბალა ზაფხულში ტურინის „იუვენტუსიდან“ წავა. ეს ინფორმაცია იტალიური გრანდის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ დაადასტურა.
„ეს ჯერ კიდევ იანვარში გადავწყვიტეთ. შეგვეძლო მისთვის მოკრძალებული თანხა შეგვეთავაზებინა, მაგრამ ეს მოთამაშის მიმართ უპატივისცემულობა იქნებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია. პაულო შესაძლებლობას ეჭქვეშ არავინ აყენებს. თუმცა, გუნდში მომხდარი ცვლილებები და ვლახოვიჩის მოსვლით, ჩვენ ზოგიერთ მომენტებს გადავხედეთ“ – იუწყება არივაბენეს ნათქვამს იტალიური მედია.
გასული წლის ოქტომბერში „იუვენტუსმა“ 28 წლის არგენტინელ ფორვარდთან კონტრაქტის 2026 წლის გახანგრძლივებამდე მოილაპარაკა, რის სანაცვლოდ, მისი ხელფაი წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნებოდა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ბონუსად მიიღებდა. თუმცა, მოგვიანებით კლუბმა თავისი პირობა შეცვალა, რაც ფეხბურთელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დიბალას ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ის „იუვენტუსში“ 2015 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 283 მატჩში 113 გოლი გაიტანა და 48 საგოლე პასი გააკეთა.





