კარლო ანჩელოტი: „ეს ჩემი ბრალია, ბრძოლა წავაგეთ“

0
59

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში შინ „ბარსელონასთან“ 0:4 მარცხის შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველი გოლის გაშვების შემდეგ თამაშს ვეღარ ვაკონტროლებდით. „ბარსამ“ სივრცე იპოვა და უსიამოვნება შეგვიქმნა. ჩვენი მატჩი სამი მცველით დავიწყეთ, ვეცადეთ ერთ-ერთზე გვეთამაშა, მაგრამ ამან არ იმუშავა.
ჩემპიონატში უპირატესობა გვაქვს. ახლა უნდა დავისვენოთ და მომავალი 2 კვირისთვის კარგად მოვემზადოთ.
მეორე ტაიმში ვეცადეთ უფრო მაღალი პრესინგი გვეთამაშა, რაც არ გამოგვივიდა. თუმცა, ეს ჩემი ბრალია. მძიმე მარცხია რადგან ეს „კლასიკოა“. ჩვენ ბრძოლა წავაგეთ. თუმცა, ლა ლიგაში უპირატესობა გვაქვს და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, თან ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებას დაველოდოთ. ამ თამაშისგან დრამის შექმნა საჭირო არაა.
ჩვენი ცნობა შეუძლებელი იყო, რადგან ყველაფერი ისენ არ განვითარდა როგორც გვსურდა. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და წინსვლა განვაგრძოთ. ჩემპიონატში დიდი უპირატესობა გვაქვს. ეს ჩემი ბრალია, მწვრთნელის ბრალი“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს Marca.