„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში წაუგებელი მატჩების სერია კიდევ უფრო გაახანგრძლოვა. 27-ე ტურში ბარსელუშელები შინ „მარიტიმუს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1. სტუმრები 39-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო და ერთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.
„ჟილ ვისენტეს“ ზედიზედ მე-12 თამაშია არ წაუგია – 7 გამარჯვება და 5 ფრე. ბარსელუშელები 46 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე არიან.





