საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 21 მარტს საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ქალაქ სარაევოში მოემზადება. მიმდინარე კვირას ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოსნია/ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მოსამზადებლად 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ვილი სანიოლის მიერ გამოქვეყნებულ სიას ტრავმის გამო ჩეხეთის “კარვინას” ქართველი ლეგიონერი, დავით კობოური გამოაკლდა. ფეხბურთელმა ჩეხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით კობოურს ბათუმის “დინამოს” მცველი მამუკა კობახიძე შეცვლის.
საქართველოს ნაკრები 25 მარტს, სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ალბანეთს ტირანაში შეხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
25 მარტი – 23:45 ბოსნია/ჰერცეგოვინა – საქართველო
29 მარტი – 20:00 ალბანეთი-საქართველო
ორივე მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.





