ქართველის კაპიტნობით “რუბინი” მოსკოვში განადგურდა

0
77

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყაზანის “რუბინის” კაპიტნის რანგში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ყაზანელები სტუმრად მოსკოვის ცსკა-ს შეხვდნენ და 1:6 წააგეს. მასპინძლებმა საწყის 25 წუთსი მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. “რუბინმა” ერთადერთი ბურთი 38-ე წუთზე მიითვალა – კუჩაევ საგოლე პასი კვარაცხელიამ გაუკეთა. ცსკა-მ შესვენების შემდეგ სტუმრების კარი კიდევ 2-ჯერ აიღო. “რუბინს” 42-ე წუთზე ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო 84-ეზე – მეორე. კვარაცხელიამ “რუბინში” გატარებული პერიოდის განმავლობაში გუნდს პირველად უკაპიტნა. ყაზანელები 25 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე არიან.