ვილი სანიოლმა მარტში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძის არგამოძახების მიზეზი განმარტა.
„ პირდაპირ ვიტყვი, რომ მიქაუტაძით 100%-ით კმაყოფილი არ ვარ მისი ვარჯიშებზე და გასული წლის სექტემბერსა და ოქტომბრის მატჩებში ჩართულობით. ვფიქრობ, როდესაც ეროვნული ნაკრების პრეტენდენტი ხარ და მასში თამაში გსურს, გუნდს მეტი უნდა შესთავაზო. ამავდროულად, ის ახლა მძიმე სიტუაციაშია – კლუბი ცუდად თამაშობს, აგებს და გიორგისაც ვერ გააქვს გოლები. თუ სწორად მახსოვს, ოქტომბრიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთხელ გაიტანა. მისთვის ეს ყველაფერი რთულია. დარწმუნებული ვარ, ის ამას გაუმკლავდება და გაიგებს, რომ თუკი ნაკრებში ყოფნა სურს, მეტი უნდა იმუშაოს. ნიჭიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უმთავრესი“ – აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.





